ფილმი აერთიანებს სიყვარულის ისტორიასა და საქართველოს პირველი არხის არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს. მაყურებელი იმოგზაურებს იმ დროში, როცა ეს უნიკალური მასალები და ცნობილი მუსიკალური ნომრები იქმნებოდა. თანამედროვეობასთან ერთად, ნაჩვენები და გაცოცხლებულია 1960-70-80-90-იანი წლები.
მთავარ როლებში: ნია გუგავა, ლუკა კალატოზიშვილი, კატო კვარაცხელია, კირა ანდრონიკაშვილი, კახა ქორიძე, დათო ევგენიძე, გოჩა კაპანაძე, სლავა ნათენაძე, ეკა მჟავანაძე
რეჟისორები: გიორგი ებრალიძე, ჯაბა მელქაძე
პროდიუსერი: ელენე კოლელიშვილი